სააკაშვილი ხაზარაძეზე: “ვირო, მადლიო” – აი, ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან “ნაციონალური მოძრაობის” დროს არსებულ ბიზნესგარემოსა და ბიზნესმენებზე ზეწოლაზე ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ხაზარაძე უმადურია.

“ვირო, მადლიო” – აი, ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი. ​როგორ იზრდებოდა “TBC ბანკი” ჩვენი ხელისუფლების დროს: 2003 წელს, ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი, ანუ გაიზარდა 24-ჯერ. ამავე წლებში, ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად, 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსნებთ, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ, “ტვ პირველის” ეთერში “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების დროს არსებულ ბიზნესგარემოსა და ბიზნესმენებზე ზეწოლაზე ისაუბრა. მანამდე, სააკაშვილმა ხაზარაძეს წვრილი მევახშე უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები