აშშ საბერძნეთის ჩრდილოეთით ნავსადგურის ყიდვით არის დაინტერესებული
აშშ საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ალექსანდრუპოლისის ნავსადგურს სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მის პრივატიზაციაში გეგმავს მონაწილეობას. ამის შესახებ საბერძნეთში აშშ–ის ელჩმა ჯეფრი პაიეტმა განაცხადა.
მისი თქმით, ალექსანდრუპოლისი არის შავ ზღვასა და ბალკანეთზე გასვლის კარი.
პაიეტი აღნიშნავს, რომ ნავსადგურს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რეგიონალური სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის საკითხებში საკვანძო ადგილი უჭირავს.
ალექსანდრუპოლისი არის ქალაქი და ნავსადგური ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, თრაკიაში,ეგეოსის ზღვის ნაპირზე, მდინარე მარიცის შესართავის მახლობლად.
ევროსის ნომის ადმინისტრაციული ცენტრი.
1967 წელს საბერძნეთის შემადგენლობაში შესვლამდე მას დედეაღაჩი ეწოდებოდა.
აქ განვითარებულია თევზჭერა, მარილის რეწვა და კვებითი მრეწველობა.