საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა განათლების პროგრამები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა განათლების სტანდარტებთან თავსებადია. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს და მიღებული ცოდნის ქვეყნის სამსახურში გამოყენება უსურვეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა რიგით II სამეთაურო-საშტაბო კურსი 9 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. მათ კურსის მიმდინარეობის პერიოდში შეისწავლეს შემდეგი დისციპლინები: ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები, ბატალიონის, ბრიგადის ოპერაციების დაგეგმარების პროცესი და საბრძოლო მომზადების ორგანიზება, ლიდერობა და მენეჯმენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები