“უკრაინელების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია”

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის ბლიცინტერვიუ ინტერფაქს-უკრაინასთან.
კ: ოლეგ სენცოვმა მოგვწერა წერილი, რომელშიც ამბობს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ არის მზად გაშვებისთვის. მიუხედავად ამისა, რატომ აპირებთ ამ გაცვლაზე წასვლას?
მ: მე მესმის მოქალაქე ოლეგ სენცოვის პოზიცია. ის არის გმირი და სწორედ მსგავსი ქმედებები აღვივებს პატრიოტიზმს ჩვენს შვილებში. უკრაინის სახელმწიფოს პოზიციაც ნათელია: უმაღლესი ღირებულება არის ადამიანი და კიდევ ერთხელ ადამიანი. მე ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, პირველ რიგში, აჩვენებს მსოფლიოს, რომ ის შველის თავის მოქალაქეებს, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოდელით.
გაიხსენეთ როგორ მოქმედებს მსგავს სიტუაციებში ისრაელი. 2006 წელს, ისრაელმა გაათავისუფლა 1,035 მებრძოლი, კაპრალ გილად შალითის გასათავისუფლებლად. საბოლოოდ, მოქალაქის სიცოცხლეს უდიდესი ღირებულება აქვს.
გადაწყვეტილება არ იყო სპონტანური, არამედ პრეზიდენტის მიერ კარგად იყო განხილული, რადგან ცემახის შეუყვანლობა გასაცვლელი პირების სიაში ავტომატურად ითვალისწინებდა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტას, ისევე, როგორც სხვათა შორის, პირდაპირი საჰაერო დერეფნის არარსებობა მოსკოვიდან.
კ: როგორ შეაფასებთ ჰოლანდიის მხარის შესაძლო რეაქციას?
მ: მოდით, ამ ვარაუდზე კომენტარი არ გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ: ჩვენ არ გვქონდა არანაირი მორალური უფლება ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომ გადაგვედო გაცვლის პროცესი.
კ: დაკითხულ იქნა თუ არა ცემახი, მისი დაკავების შემდეგ?
მ: რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ ყველა საჭირო პროცედურა. მასალები თანდართულია საქმეზე. მე არ მაქვს უფლება, გავამჟღავნო სხვა ინფორმაცია. მე შემიძლია, მხოლოდ დავეთანხმო ექსპერტების მოსაზრებას, რომ მოსკოვის მოთხოვნა – შევიყვანოთ ცემახი სიაში – არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი გარეულია MH17-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდებაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
კ: ჩარეული იყო თუ არა ვიქტორ მედვედჩუკი გაცვლის პროცესში?
მ: არა, ყველა მისი გამგზავრება რუსეთში იყო მისი პიარინიციატივა.

წყარო: https://benedikt9999.livejournal.com/7657.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები