სოზარ სუბარი: დიახ, ხაზარაძემ დაიწყო სახელმწიფოსთან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია
„დიახ, ხაზარაძემ დაიწყო სახელმწიფოსთან შანტაჟი და ცილისმწამებლური კამპანია“,- ამის შესახებ რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„როდესაც ადამიანი იგებს ტენდერს, ძალიან კონკრეტული პირობებით და სხვა ადამიანები – ვერა, იმიტომ, რომ ეს პირობები მათთვის მიუღებელია და კაცი ამბობს, რომ მე მოვიგე იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს შეუსრულებადი იყო, მაგრამ მერე მქონდა ცვლილებების იმედიო და ამის შემდეგ, იწყებ ომს სახელმწიფოსთან – შემიცვალეთ პირობებიო – სახელმწიფო მოგყვება, მაგრამ მერე სადღაც მთავრდება- ბოდიში, მაგრამ ვეღარ გამოგყვები. ამის შემდეგ კი ის იწყებს გაცხადებულ, ღია ომს – ცილისწამებას, დაშანტაჟებას, სხვას ვერაფერს დავარქმევ”, – განაცხადა სუბარმა.