მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარია

საუდის არაბეთში, მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც კომპანია Saudi Aramco–ს ეკუთვნის, ძლიერი ხანძარია.

Associated Press-ი წერს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, არც მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ამასთან, ცნობილია, რომ ხანძრის კერების კონტროლზე აყვანა მოხერხდა.

მედია აღნიშნავს, რომ ადრე ქარხანაზე თავდასხმას „ალ ქაიდა“ ცდილობდა, თუმცა უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორისტების იერიშს, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები