არჩილ თალაკვაძე: რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს იქ მცხოვრები ადამიანები და მათი ბედი, არამედ კონკრეტული ტერიტორიული ინტერესები აქვს და ცდილობს, ამ ინტერესების კიდევ უფრო განმტკიცებას.
„ამას თვალს ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ. ასევე, თვალს ვადევნებთ, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს და იარაღის ჟღარუნის გარდა არაფერი არ ესმის დანარჩენ მსოფლიოს მაშინ, როცა საქართველო ვითარდება, აქვს სოციალური დაცვის ახალი მექანიზმები, ახალი ინფრასტრუქტურა, უვიზო მიმოსვლა და რეფორმირების პროცესში მყოფი განათლების სისტემა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამოქალაქეებს შევთავაზეთ, რომ ამით ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ისარგებლონ, თუმცა სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დე -ფაქტო რეჟიმების მხრიდან არავითარი ენთუზიაზმი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ეს ინიციატივები პირდაპირ დაბლოკოს.
​ამ პრობლემის წინაშე საქართველო არ არის მარტო. გვაქვს დასავლელი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა. საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. როდის იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, დამოკიდებულია ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნატო-ს კოლექტიურ გადაწყვეტილებაზე. სხვა ვერავინ ჩვენს მომავალს ვერ შექმნის, ჩვენს ქვეყანას ჩვენ ვაკონტროლებთ და საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება უზრუნველყოთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები