სალომე სამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს ყველაფერს, რისი მიზანიც ივანიშვილის ჩამოშორება იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიების მეირ ხელშეკრულების გაფორმება იმის თაობაზე, რომ არასდროს შევლენ გარიგებაში ივანიშვილის პარტიასთან, ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ შეთავაზებას მიესალმება.
„ჩვენ მივესალმებით ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც იზიარებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ შევაჩეროთ ფაქტობრივად ქვეყნის სრული ოკუპაცია რუსეთის მიერ ივანიშვილის ხელით, გააფორმონ ხელშეკრულება, რომ არასდროს შევლენ გარიგებაში ივანიშვილის პარტიასთან. თუმცა ეს არის პირველი ნაბიჯი და ვფიქრობთ, არის მთელი რიგი ნაბიჯები, რაზეც ერთიანი პოზიცია უნდა შევათანხმოთ ოპოზიციურმა სპექტრმა. ეს არის, ის რისიც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს ყველაფერს, რისი მიზანიც ივანიშვილის ჩამოშორება იქნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები