რომან გოცირიძე – არ გაგვიკვირდეს თუ ამერიკის საელჩოსთან აქციაზე მარია ზახაროვაც გამოჩნდება

“ზახაროვას განცხადება ძალიან სულელურია, ის არასერიოზულობით გამოირჩევა“, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადების შეფასებისას განაცხადა.
“დღეს დასავლეთის მოწინააღმდეგე სამი სუბიექტია. ერთი ქალბატონი ზახაროვა და რუსეთი, მეორე საქართველოში “პატრიოტთა ალიანსია“, ხოლო მესამე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. ზახაროვას განცხადება ზუსტად ემთხვევა “პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებას და არ გაგვიკვირდეს, თუ ამერიკის საელჩოს წინ აქციაზე, რომელსაც 15 სექტემბერს ,,პატრიოტთა ალიანსი“ მართავს, მარია ზახაროვა გამოჩნდეს, მიწისქვეშა ნავით ამოიყვანოს დიღომში და პატრიოტებთან ერთად გაიმეოროს იგივე ტექსტები ერთ ხმაში. ძალიან სულელური განცხადებაა და საერთოდ, ეს ქალბატონი გამოირჩევა არასერიოზულობით. ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც არ შეეფერება ატომური ბომბის მქონე სახელმწიფო ლიდერის ერთ-ერთ მარჯვენა თუ მარცხენა ხელს“, – განაცხადა გოცირიძემ.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წამომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს იარაღით ამარაგებენ, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონისა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელ რეგიონის რაღაც “სატაბილურობას“ ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები