ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგაძის თქმით, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, შეზღუდული რესურსების მიუხედავად ხერხდებოდა დევნილების პრობლემების მოსმენა და მათი გადაჭრის გზების მოძებნა.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მინისტრის მოადგილის რანგში დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე მემუშავა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, ერთი მხრივ, მათი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მეორე მხრივ, მათი იმ თანაგრძნობისთვის, რასაც თითოეული ადამიანის მიმართ იჩენენ. ამ პერიოდში, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ათასობით ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული რესურსების მიუხედავდ, ვახერხებდით თითოეული დევნილის პრობლემები პირადად მოგვესმინა და მათი გადაჭრის გზები ერთობლივად გამოგვენახა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და კვლავ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს. მჯერა სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ვრჩები თქვენს ერთგულ გულშემატკივრად და თქვენი პოზიციების დამცველად, რათა დაბრუნებამდე თითოეულმა თქვენგანმა შეძლოს ღირსეული ცხოვრება“, – წერს გრიგოლ გიორგაძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები