ესპანეთში წყალდიდობამ მსხვერპლი გამოიწვია – აეროპორტების და რკინიგზის მუშაობა პარალიზებულია

ესპანეთში ვალენსიას და მურსიას რეგიონებში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. წყალდიდობას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამლერისა და მურსიას აეროპორტები ჩაკეტილია, გადაკეტილია ათობით ცენტრალური მაგისტრალი, პარალიზებულია რკინიგზის მუშაობა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
მდინარე სეგურამ, რომელიც წვიმის შედეგად ადიდდა, ქალაქი ორიუელა დატბორა.
ადგილობრივი ხელისუფლებამ ხალხს სახლში დარჩენისკენ, ასევე ავტომობილებით გადაადგილებისაგან თავის შეკავებისკენ მუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები