აშშ-ის კონგრესში „თალიბანთან“ შეთანხმების ჩაშლის მიზეზის დადგენა სურთ
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტი ავღანეთში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ზალმაი ხალილზადეს კონგრესში ჩვენების მისაცემად იბარებს.
კომიტეტი მას კონგრესში 19 ოქტომბერს ელოდება. შეკითხვები კი, დაჯგუფება „თალიბანთან“ მიღწეული შეთანხმების ჩაშლას უკავშირდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ „თალიბანთან“ მიღწეული შეთანხმება გაუქმებულია, მანამდე კი მან კემ-დევივის რეზიდენციაში „თალიბანის“ ლიდერთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალა.
ამის მიზეზად ტრამპმა ქაბულში ამერიკელი სამხედროს მკვლელობა დაასახელა.
თუმცა, შეთანხმების ჩაშლის შესახებ ინფორმაცია კონგრესმენების უკმაყოფილება გამოიწვია.
აშშ „თალიბანთან“ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას 10 თვის განმავლობაში ცდილობდა, საპასუხოდ ვაშინგტონს ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გამოეყვანა.