კახა კალაძე ხაზარაძის განცხადებაზე: უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ

მე ჭორაობას დავარქმევ ამას და ასე შევაფასებ – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას იმჟამინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. “მე ჭორაობას დავარქმევ ამას და ასე შევაფასებ. თუ რამე მსგავსი იყო, გამოსულიყო და ეთქვა მაშინ, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ეს ისტორია მოხდა? შოთაძე დიდი ხანია გათავისუფლებულია. უკეთესი იქნება ჭორაობას თავი დავანებოთ”, – განაცხადა კალაძემ. ცნობისათვის, გუშინ მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სოლოლაკში ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ის შოკირებული გამოვიდა, რადგან მისივე თქმით, “ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო პრაქტიკულად, რომელიც საქმეს არჩევდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები