მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებში ერთმანეთს აბულინგებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპული სახელები დაირქვეს, თავიანთი პროვოკაციებით მაინც რუსულ საქმეს აკეთებენ.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებში ახალი ტრენდი დამკვიდრდა – ისინი ერთმანეთის დაბულინგებაზე გადავიდნენ.
„საქართველოში ასეთი მოცემულობაა – ოპოზიციის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც პარლამენტშია, სიტყვით და საქმით პრორუსულია, მეორე ნაწილი სიტყვით პროდასავლურია და საქმით პრორუსული. აქედან დასკვნა ადვილი გამოსატანია. როცა პროდასავლურობაზე ლაპარაკობენ, ზუსტად იციან, რომ ეროვნული და პროდასავლური ხელისუფლება „ქართული ოცნებაა“. ჩვენ კი არ ვდეკლარირებთ იმაზე, რომ პროდასავლურები ვართ, საქმითაც ასე ვიქცევით და რეფორმებსაც ამ მიმართულებით ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელიც ევროპული დაირქვეს, რუსულ საქმეს აკეთებენ თავიანთი პროვოკაციული გამოხტომებით. ფაქტებიდან გამომდინარე, პროევროპელობაზე ზედმეტი თავის დადება არ გამოუვათ. „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებში ახალი ტრენდი იმკვიდრებს ფეხს, ერთმანეთის დაბულინგებაზე გადავიდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები