“ევროპული საქართველო” ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევიდნენ

“ევროპული საქართველო” ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევიდნენ და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზად არის კოლეგებთან კონსულტაციისთვის. “ჩვენი საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ისე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში არ დატოვოს ქაოსი. ამ მიზნით, ჩვენ გვინდა, ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნოდ ინიციატივა შევთავაზოთ და ჩვენი საზოგადოების წინაშე მკაფიოდ განვაცხადოთ, არჩევნების შემდეგ ივანიშვილის “ოცნებას” არ შევუქმნით მთავრობას. არჩევნების შემდეგ დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოზე, პროკურატურაზე, მედიაზე და მთლიანად ქვეყანაზე. მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში. ეს იქნება ფუნდამენტური ერთობა, რომლითაც ერთი მხრივ, ჩვენ მივაღწევთ ივანიშვილის ჩამოშორებას“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები