დმანისში სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა – გარდაცვლილია რუსეთის მოქალაქე

გვიან ღამით დმანისში, სოფელ გორაში სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქე დეამონ დემერჩუკია.
როგორც სოფლის რწმუნებულმა გელა ხუციშვილმა „კვირას“ განუცხადა, გარდაცვლილი წლებია საქართველოში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ხუციშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებს ამ დრომდე ეჭვმიტანილი არ ჰყავთ.
ადგილზე, ამ დროისთვის, შს სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები