მედიის ცნობით, ბაჰრეინიდან ირანის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

„ნიუ-იორკ თაიმსი“ დადასტურებულ ვიდეოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაჰრეინიდან ირანის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.

„ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გადამოწმებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უშვებენ ბალისტიკურ რაკეტებს ბაჰრეინიდან ირანის მიმართულებით, რაც, სავარაუდოდ, ომის დაწყების შემდეგ ისლამურ რესპუბლიკაზე სპარსეთის ყურის სახელმწიფოდან პირველი დადასტურებული თავდასხმაა“, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, რაკეტები ამერიკულმა თუ ბაჰრეინის ძალებმა გაუშვეს. ექსპერტების თქმით, სულ მცირე ერთი რაკეტა ამერიკული თვითმფრინავიდან გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები