FT: აშშ-მა ირანზე ორკვირიანი დარტყმების შედეგად, მრავალწლიანი საბრძოლო მასალის მარაგი ამოწურა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან ომის დაწყებიდან წლების განმავლობაში გამოყენებული კრიტიკული საბრძოლო მასალა დახარჯა,- ამის შესახებ Financial Times-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ეს შორ მანძილზე მოქმედ Tomahawk-ის რაკეტებს მოიცავს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) შეფასებით, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ომის პირველი 100 საათის განმავლობაში 168 „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა ისროლა.

მათივე ინფორმაციით, პენტაგონი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში თეთრ სახლსა და კონგრესს დამატებით 50 მილიარდი დოლარის სამხედრო დაფინანსების მოთხოვნით ოფიციალურ მოთხოვნას წარუდგენს.

“როიტერის” მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციას, ირანთან ომის პირველი ექვსი დღის განმავლობაში, სულ მცირე 11.3 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

პარალელურად, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა 12 მარტს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ირანის წინააღმდეგ „მიზნების მისაღწევად“, აშშ-ის სამხედროებს საკმარისზე მეტი საბრძოლო მასალა და იარაღი აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები