მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია მამუკა ხაზარაძისგან ჭორაობა

“ეს ჭორაობაა, რომელიც სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია მამუკა ხაზარაძისგან”, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ასეთ განცხადებებზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება.
„პირველ რიგში, ჩემი კომენტარი იქნებოდა, არანაირი სურვილი არ მაქვს, მამუკა ხაზარაძეს ამ ჭორაობაში გამოვყვე. უკვე გიპასუხეთ, რომ ეს არის ჭორაობა, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ მოგვისმენია მამუკა ხაზარაძისგან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისათვის, გუშინ მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სოლოლაკში ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ის შოკირებული გამოვიდა, რადგან მისივე თქმით, “ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო პრაქტიკულად, რომელიც საქმეს არჩევდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები