ჩეხეთი ნატოს 22-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ალიანსში ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლის რატიფიცირება მოახდინა
ჩეხეთის პარლამენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ნატოს წევრობის შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.
ტელეარხის 24.mk-ს ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტის სხდომას ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევი ესწრებოდა.
ამრიგად, ჩეხეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 22-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ადრე იმედს გამოთქვამდა, რომ ალიანსის 29-ვე ქვეყანა დეკემბრამდე დაასრულებს რატიფიცირების პროცესს. შესაბამისად კი დეკემბერში ლონდონში ნატოს სამიტზე ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება.
6 თებერვალს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა ალიანსში მაკედონიის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
12 თებერვალს კი სკოპიემ ოფიციალურად განაცხადა, რომ მაკედონიას სახელწოდება შეეცვალა და ის ჩრდილოეთ მაკედონია გახდა. სწორედ აღნიშნული ფაქტორის გამო ბლოკავდა სკოპიეს საბერძნეთი, რადგან სახელწოდებასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამდა.