არჩილ თალაკვაძე – საქართველო აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია უკვე ალიანსის სტანდარტებთან

ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადების განხილვა უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი პარტნიორების და ნატოს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო აკმაყოფილებს ნატოს ყველა ძირითად მოთხოვნას და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია მის სტანდარტებთან.
„ბუქარესტის სამიტზე ნატომ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და საქართველოსთვის ნატოს კარი ღია არის. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს ნატოს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია უკვე ნატოს სტანდარტებთან.რაც შეეხება გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ასეთი გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადების განხილვა უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი პარტნიორების და ნატოს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ განხილვა მოხდეს გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქმე რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნა ცალსახად ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის გაწევრიანება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები