უგულავა სააკაშვილს ხაზარაძესთან დაკავშირებით რიტორიკას უწუნებს – “მე კატეგორიულად არ მომწონს ცეცხლის გახსნა”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ხაზარაძის გეგმების თაობაზე გამოთქმული პოზიცია ზედმეტად რადიკალურია.
როგორც უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს.
“მე კატეგორიულად არ მომწონს ცეცხლის გახსნა, მათ შორის ისეთი მწარე ფორმით, როგორიც ბატონმა მიხეილმა გააკეთა. თუ არ ვცდები რომან გოცირიძე საუბრობდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და ის რიტორიკა უფრო სწორედ მიმაჩნია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთობაზე. აქვე მინდა საზოგადოებას განვუმარტო – ჩვენ ბევრი ადამიანი გვეუბნება, რომ უნდა იყოთ ერთიანი. ერთიანობა აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აუცილებელია სიცხადე და ამ თვალსაზრისით ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორებს ნამდვილად ექნებათ ტესტი ჩასაბარებელი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები