პოლონეთში პოლიტიკოსების ოჯახის წევრებს ქონების გასაჯაროება დაევალებათ
პოლონეთის სეიმმა ( პარლამენტის ქვედა პალატა) კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ჩინოვნიკების ოჯახის წევრებს ქონების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მოუწევთ.
ახალი წესის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, ასევე დეპუტატები ვალდებულები გახდებიან გაასაჯაროონ ინფორმაცია ცოლების/ქმრების ან შვილების კუთვნილი ქონების შესახებ.
კანონი სენატმა (პარლამენტის ზედა პალატამ) და პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცონ.
კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 14 დღეში უნდა შევიდეს, თუმცა პრაქტიკაზე მხოლოდ არჩევნების შემდეგ ამუშავდება.
პოლონეთში ოჯახის წევრების ქონების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც Gazeta Wyborcza დაწერა, რომ მოქმედმა პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ მეუღლესთან ერთად 2002 წელს 15 ჰექტარი მიწა ვოცლავში 700 ათას ზლოტაზე იყიდა, მაშინ როდესაც ამ მიწის საბაზრო ფასი იმ დროს გაცილებით მაღალი იყო.
გამოცემის ინფორმაციით, მორავეცკის მიწის ნაკვეთი ქონებრივ დეკლარაციაში არ უნდა შეეტანა, რადგან 2013 წელს მან ქონება მეუღლეს გაუყო.