ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა – ლადო ჯურხაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეებთან ბაქარ ჭეიშვილთან და მურთაზ ხარჩილავასთან ერთად დაათვალიერა.

ამ დროისთვის, მდინარე ცხენისწყალზე და მეჭიაზე სახიდე გადასასვლელის, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძეძილეთი-გორდი-ნოღის 10კმ-იან გზის მონაკვეთს კი რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები