მდინარაძე ხაზარაძეს ანაკლიის პორტზე აღებულ ვალდებულებას ახსენებს – “ამის შესრულება უფრო მართალს გახდიდა”

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ველზე უფრო მარტივად დაიმკვიდრებდა ადგილს, თუკი იმ ვალდებულებებს შეასრულებდა, რა ვალდებულებებიც მას იმ ადგილთან დაკავშირებით აქვს, სადაც პრეზენტაცია გამართა, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას.
მდინარაძის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე იგივე ადგილიდან მოძრაობის დაანონსება რამდენად სერიოზულად აღიქმება, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია.
„ამ ადამიანს ამ ვალდებულების შესრულება უფრო მართალს გახდიდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის ფონზე იგივე ადგილიდან მოძრაობის დაანონსება საზოგადოების მიერ რამდენად სერიოზულად აღიქმება, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის შექმნას მივესალმები, ამ ქვეყანაში კონკურენცია აბსოლუტურად თანაბარია, თუმცა თუკი ადამიანს ან პირთა ჯგუფს პოლიტიკური ამბიციები უჩნდება, ჯობია ის ვალდებულებები ქონდეს შესრულებული, რაც მან თავის თავზე აიღო“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობის სახელწოდებაა „ლელო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები