ირაკლი სესიაშვილი მამუკა ხაზარაძეზე: მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა

მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, დღევანდელ განცხადებებს.
ამასთან, სესიაშვილმა ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომ “სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს” მოიწონა.
“მივესალმები, თუ ის მოახერხებს და ახალგაზრდებს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ეს პარტიას თუ არა ქვეყანას მაინც გამოადგება. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, თუ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი არის ანაკლიის პროექტის რეალიზება, მე მირჩევნია, გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ასეულობით მილიონი დახარჯა, შეასრულა თავისი ვალდებულებები და უმჯობესია, თავად მანაც შეასრულოს ვალდებულებები. დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს. ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია საინტერესოა, მე დღეს მოვუსმინე, არ ვიცი, ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა, თუმცა ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, როცა ასეთი პოლიტიკური განცხადებები კეთდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობის სახელწოდებაა „ლელო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები