სოფიო ქაცარავამ ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ხორხე ლუსინი სერანო დე აროსთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით კი – საპარლამენტო დონეზე.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობას.
„გაცნობითი შეხვედრა მქონდა ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი ასპექტი. ბატონმა ხორხე ლუსინიმ განაცხადა, რომ მაღალია ესპანეთის ინტერესი საქართველოს მიმართ და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო დონეზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები