ოქრუაშვილის პარტიაში მზად არიან, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათასი ლარი გადაიხადონ

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები მზად არიან, პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოს გირაოს სახით 500 ათასი ლარი გადაუხადონ.
ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, “ოქრუაშვილმა ივანიშვილის ხელისუფლებას შეუქმნა მნიშვნელოვანი საფრთხე და სწორედ ამის გამო დააპატიმრეს. ეს არის მიზეზი, რომ მას მოსამართლე არანაირი პირობით არ გაათავისუფლებს მომდევნო სასამართლო პროცესზე”.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ აპირებს მის გათავისუფლებას. ბიძინა ივანიშვილმა დაინახა მასში ნომერ პირველი მტერი, რომელსაც შეუძლია და შეძლებს ეს ხელისუფლება გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე“, – განაცხადა პარტიის წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები