ზაზა პაპუაშვილი: ხაზარაძის მოძრაობა „ქართული ოცნების“ კონკურენტი ვერ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური ძალა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კონკურენტი ვერ იქნება. ამის შესახებ ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლიდნგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კონკურენტი ვერ იქნება. რაც შეეხება იმას, მომავალში რა იქნება, არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ვილაპარაკო, რა, როგორ იქნება, კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რაღაცა მოვლენა რომ ხდება, რატომ ხდება, რისთვის ხდება, ვისით ხდება, რა დანიშნულება ექნება. ამას როდესაც გავიგებთ მერე, ალბათ უფრო შეგვეძლება ვიმსჯელოთ. ის ადამიანები, ვინც ახლა ჩანს, რომ დაძახებულები არიან ამ გაერთიანებაში, ვისთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას, რა ვიცი, რა შანსები უნდა იყოს? რა არის ძირითადი ამოცანა – ამის მიხედვით გვეცოდინება, რა როგორ არის.
რაც შეეხება TBC ბანკის საქმეს, საქმის მასალები არ ვიცი, არ ვარ ჩახედული საქმეში. ველოდები დასკვნებს, მტკიცებულებებს. არ დავარღვევ უდანაშულეობის პრეზუმფციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.
შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები