ქაბულში სპეცრაზმის ბაზასთან აფეთქება მოხდა

ქაბულში, ქვეყნის სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზასთან, აფეთქება მოხდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც Khaama Press-ს ქვეყნის შსს-ში განუცხადეს, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, ტელეარხის Tolo News-ის ინფორმაციით, ბაზასთან ორმხრივი სროლა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები