რუსეთის საგარეო უწყება: ბირთვული ომის დაწყების რისკი არსებობს
სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში ვითარება უარესდება, არსებობს ბირთვული ომის დაწყების რისკი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში ვითარება უარესდება, სამწუხაროდ, ეს ფაქტია. რისკებიც იზრდება. არსებობს ბირთვული ომის დაწყების რისკები, მაშინაც კი როდესაც შესაძლოა მხარეებს ბირთვული ომის გაჩაღების მიზანი არ ამოძრავებდეთ. განსაკუთრებით უარყოფითი დინამიკა ბოლო წელს შეინიშნება. ჩვენი დასავლელი კოლეგების ქმედება უფრო ემოციური ხდება, დროდადრო მეტად აგრესიულიც“, – განაცხადა რიაბკოვმა მოსკოვში მოხსენების პრეზენტაციის დროს.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები დიალოგის არხებს ბლოკავენ და შეიარაღების კონტროლის “არქიტექტურის” შერყევას აგრძელებენ.