„ალ ქაიდა“ აშშ-ს ახალი ტერაქტებით ემუქრება

ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ლიდერი აიმან აზ-ზავახირი, 11 სექტემბრის ტერაქტების 18 წლისთავის პერიოდში, აშშ-სა და რუსეთს ახალი ტერაქტებით დაემუქრა.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, 68 წლის აზ-ზავახირიმ მუსლიმებს მოუწოდა აშშ-ის, ევროპის, ისრაელისა და რუსეთის ობიექტებზე იერიშები მიიტანონ.
გარდა ამისა, „ალ ქაიდას“ მუქარის ქვეშ მოექცა ამერიკული სამხედრო ბაზები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მდებარეობს.
ტერორისტების ლიდერმა ასევე ის „მოღალატეები“ გააკრიტიკა, რომლებმაც ციხეში ყოფნის დროს, ჯიჰადის იდეებს უღალატეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები