მამუკა ხაზარაძე: ყველაფერს ერთად გავარღვევთ და შევქმნით აბსოლუტურად ახალ რეალობას

ვინ ვართ ჩვენ, ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით და ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა აბსოლუტურად სხვა რეალობამ, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში მოძრაობის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც ცალ-ცალკე სხვადასხვა სფეროში, თქვენნაირად შექმნეს წარმატების ისტორიები.
სად აღმოვჩნდით დღეს?! ბოლო 30 წლის განმავლობაში რატომ ვართ სულ ერთი წრის გარშემო, რატომ ვართ სულ იმ მდგომარეობაში, მოჯადოებულ წრეში? საქართველომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ დაკარგა: ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია კარგავს თავის ხალხს. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც როდესაც საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეკონომიკურად, ენერგეტიკულად, დატოვეს ჩვენი ქვეყანა. მაგრამ მე არ მესმის, დღეს წარმატებული ადამიანები, რატომ არიან ამ აზრით შეპყრობილები, ადამიანებმა, რომლებმაც შექმნეს წარმატება. რატომ მესმის მე ჩემს და თქვენს სამეგობროში, რომ “ალბათ მეც უნდა წავიდე, იმიტომ რომ ჩემი განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ“. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?! რატომ გავხდით ჩვენ ასეთი უიმედოები. რატომ აღარ გვაქვს ჩვენ სახელმწიფოებრივი გრძნობა იმისა, რომ ამას ყველაფერს ერთად გავარღვევთ და შევქმნით აბსოლუტურად ახალ რეალობას“,-განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები