მამუკა ხაზარაძე: ახლა იმ ადგილას ვდგავართ, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის

„თიბისი“ ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში პოლიტიკური მოძრაობის პერზენტაცია გამართა.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, მისი მოძრაობას „ლელო“ ერქმევა.
„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს, იმ ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან.
ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის, უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია. ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია.
მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის. ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის და სწორედ აი აქედან უნდა ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ“, – აღნიშნა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები