კვიპროსზე სამხედრო საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა

კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, კირინიას რაიონში, სამხედრო საწყობი აფეთქდა, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
Anadolu-ს ინფორმაციით, თავდაპირველად სამხედრო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ამის შემდეგ კი რამდენიმე აფეთქება იყო.
დაშავებულებმა დაზიანება მინის ნამსხვრევებისგან მიიღეს.
ახლოს მდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა, რადგან ტერიტორიაზე ხანძარი ჯერ ლიკვიდირებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები