საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ გიორგი ჭოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – წერს გიორგი ჭოლაძე „ფეისბუქში“.
აპარატის უფროსს უფლებამოსილება ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების შემდეგ ავტომატურად შეუწყდა, თუმცა დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ჭოლაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აღარ გააგრძელებს.
გიორგი ჭოლაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას დაინიშნა. მანამდე ის მამუკა ბახტაძესთან ერთად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზაში.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ჭოლაძე მუშაობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები