თამარ ჩუგოშვილი: რომელი ნაწილი იყო შოკისმომგვრელი ჩემს განცხადებაში, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით უნდა გახდეს ნატოს წევრი

ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის იქეთ მიმართეთ ენერგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვერ ხვდება, რატომ გამოიწვია მისმა განცხადებამ აჟიოტაჟი, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით უნდა გახდეს ნატოს წევრი.

,,დღის ბოლოს პირველად მოვიცალე ფბში შემოსახედად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატოს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი ნაწილია და განსაკუთრებით ის ხალხი რატომ ილანძღება , ოკუპაციას რომ ებრძვის.

ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის,  იქეთ მიმართეთ ენერგია.

თუ უსაგნო ლანძღვა გგვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ, გააგრძელოთ, – წერს ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები