ვლადიმერ კონსტანტინიდი რასმუსენის განცხადებაზე: ეს მოსაზრება ახალი არ იყო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რაც თავად ოფიციალური ნატო-ს პოზიციას უკავშირდება

ეს მოსაზრება ახალი არ იყო, ადრეც გაცხადებულა მსგავსი მოსაზრებები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რაც თავად ოფიციალური ნატო-ს პოზიციას უკავშირდება – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა.
„ეს მოსაზრება ახალი არ იყო, ადრეც გაცხადებულა მსგავსი მოსაზრებები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რაც თავად ოფიციალური ნატო-ს პოზიციას უკავშირდება. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, სხვადასხვანაირად იყო აღქმული, ამიტომ ამ სპეკულაციებში რომ არ შევიდეთ, პირველი, რასაც ჩვენ სახელმწიფო, როგორც უწყება ვამბობთ, პირველი პრინციპი და მთავარი გზავნილი იქნება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მსჯელობა, პროცესი გამომდინარე იქნება მხოლოდ და მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული პრინციპის დაცვით“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ყოფილმა გენმდივანმა მოსაზრება შესახებ მსჯელობისთვის განაცხადა და ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაწყვეტილია.
„ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მხოლოდ ის, რომ როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, ამაზე საუბარი შედგება თუ არ შედგება, ექსპერტულ დონეზე გაგრძელდება საუბრები, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი უნდა იქნას გათვალისწინებული. რასმუსენის შემოთავაზება გახლავთ ექსპერტულ დონეზე, ძალიან ზოგადად გაკეთებული განცხადება, რომელიც არ არის ახალი, ადრეც გაცხადებულა. გუშინ იყო შესაბამისი გარემო ამისთვის, რასმუსენი არის ავტორიტეტული ფიგურა და ეს ვერსია მსჯელობისთვის გააჟღერა და არა ის, რომ ჩვენ აპრიორი ჩავთვალოთ გადაწყვეტილებად ან სახელმძღვანელოდ“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ამასთან, საგარეო უწყების წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი მუდმივად აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას თავის პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიმართულებით და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები