დონალდ ტრამპი თალიბებს მორიგი სარაკეტო იერიშით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 სექტემბრის 18 წლისთავთან დაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაზე პირობა დადო, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების გაუქმების შემდეგ, „თალიბანზე“ ახალ სარაკეტო იერიშს მიიტანს.
„სამშვიდობო მოლაპარაკებები გვქონდა დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გავაუქმე, როდესაც გავიგე, რომ მათ შესანიშნავი პუერტო-რიკელი ჯარისკაცი და 11 უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. ბოლო 4 დღის განმავლობაში მტერს ისე სასტიკად ვუტევდით, როგორც არასდროს. და ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები