ფლორიდაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ყოფილ თანამშრომლებს თავს დაესხა

ფლორიდაში, ქალაქ ტალახასიში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ყოფილი თანამშრომლები დაჭრა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა კერძო კომპანიის Duke Industries-ის ტერიტორიაზე მოხდა.
დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ABC თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი კომპანიის ყოფილი თანამშრომელი იყო.
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები