ირმა ინაშვილი: არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, აქეთ ხართ დასაცავები

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი დეპუტატების, მამუკა მდინარაძისა და გია ვოლსკის, მიერ გუშინ მასსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს, შორის დაპირისპირებაზე გაკეთებულ შეფასებებს სამარცხვინოს უწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს.
„დღეს მთელი დღის მანძილზე ველოდებოდი, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ არის სრული დუმილი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობას არ აქვს ღირსების გრძნობა.
პირდაპირ მინდა გამოვეხმაურო კოლეგების უმრავლესობას, მამუკა მდინარაძისგან და გია ვოლსკისგან მოვისმინე სრულიად სამარცხვინო კომენტარები. მათ იმის უნარიც არ შესწევთ, რომ ამ ვითარებაში დაიცვან კოლეგა – ჩემი სახით. თუმცა, არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა. აქეთ ხართ დასაცავები. მათი გუშინდელი კომენტარები იყო სამარცხვინო, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები