სომხეთში რუსი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს
სომხეთში დისლოცირებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის 23 წლის სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს.
როგორც უწყების წარმომადგენელმა ნაირა არუთუნიანმა განაცხადა, ცხედრის გარეგანი დათვალიერებით, მას ნაკაწრები აღენიშნება.
რუსეთმა და სომხეთმა გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შეთანხმება 2010 წლის 20 აგვისტოს 2044 წლამდე გაახანგრძლივეს.