საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ეწვევა

12-13 სექტემბერს თბილისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი, ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.
​საქართველოს პარლამენტში შეხვედრები საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან გაიმართება.
მედლინ მუნი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულება.
​ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს სოფელ დიდ ხურვალეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები