მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართება.
როგორც მოძრაობის პრესსამსახურში აცხადებენ, საზოგადოებრივი პლატფორმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.
„მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები. ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
​ღონისძიება ანაკლიაში 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები