ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ვითარება დაიძაბა – ისრაელმა საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა, გვიან ღამით, ღაზას სექტორის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანეს.
10 სექტემბრის საღამოს ღაზას სექტორიდან ისრაელის აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე რაკეტები გაუშვეს. მედია აღნიშნავს, რომ რაკეტების გაშვების დროს აშდოდში ისრაელის მმართველი პარტიის „ლიკუდის“ წინასაარჩევნო შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელსაც პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ესწრებოდა. რაკეტების გაშვების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა მისი საგანგებო ევაკუაცია შეძლო, თუმცა 30 წუთში ნეთანიაჰუ სცენაზე დაბრუნდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის არმიის პრესამსახურში აღნიშნეს, საპასუხო იერიშის სამიზნე ღაზას სექტორის 15 ობიექტი გახდა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებას „ჰამასს“ ეკუთვნის, მათ შორის იყო გვირაბი და იარაღის საწარმო.
პალესტინური მხარე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რაკეტები „მიტოვებულ სამოქალაქო შენობას“დაეცა. მათივე თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ტერიტორიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები