“ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება არის უკიდურესად დაძაბული.
განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა საოკუპაციო ძალების მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების მიმდინარეობაზე გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მერამდენედ ხდება სერიოზული პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. სამწუხაროდ, ამავე დროს ვხედავთ, რომ დასავლეთის დედაქალაქებში რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ არის ადეკვატური. საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებელ რეჟიმში უნდა მართავდეს კონსულტაციებს შესაბამის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაშინგტონში.
ამავე დროს, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები