გია ვოლსკი: მცდელობას, რომ თითქოს ნატო-ს რამე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, განვითარება არ მოჰყვა

უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის თქმით, მცდელობას, რომ თითქოს ნატო-ს რამე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, განვითარება არ მოჰყვა.
მისივე შეფასებით, ოპონენტები პასუხისმგებლობას არც ერთი საკითხის მიმართ არ გრძნობენ.
„ვიღაც ეცადა, წარმოეჩინა, თითქოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილ გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს ან ნატო-ს რამე კითხვის ნიშანი აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. სასიხარულოდ, ამ თემამ განვითარება ვერ ჰპოვა. რაც შეეხება მეხუთე მუხლის გარეშე ნატო-ს წევრობას, ეს თემა ხვალვე გადაწყდება, თუ ნატო-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ და სათანადო მუშაობა იქნება იმისთვის, რომ მას დაძაბულობის გაღვივება არ მოჰყვეს. ამ საკითხს მხოლოდ საქართველო არ წყვეტს, პარტნიორებთან კონსულტაციებია საჭირო ამ გადაწყვეტილების რეალობასთან დაკავშირებით.
ოპონენტებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ აქვთ, ერთადერთი მიზანია, როგორმე დაძაბულობა და სტრესი შემოიტანონ საზოგადოებაში. ამაზე ინტენსიური კონსულტაციები რომც მიდიოდეს, ბევრი საკითხია, რაზეც ასეთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან არავითარი ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. თემა დაისვა, ეს საკითხი ახალი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები