არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბროკ ბირმანს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
არჩილ თალაკვაძემ USAID-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში გაწეული საქმიანობის, ასევე, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ბროკ ბირმანს მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა, საქართველოს პარლამენტის მთავარი სამუშაო საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. არჩილ თალაკვაძე სტუმარს მართლმსაჯულების სფეროს და საარჩევნო რეფორმებზე, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შესახებ ესაუბრა.
ბროკ ბირმანის განცხადებით, USAID გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები