იაპონიას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს
იაპონიის მთავრობამ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება დაასრულა.
ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ესიხიდე სუგამ განაცხადა.
ახალ მთავრობაში სავარძლები მხოლოდ ორმა მინისტრმა შეინარჩუნა, რომლებიც პრემიერ სინძო აბესთან დაახლოებულ პირებად ითვლებიან. ეს არის გენერალური მდივანი ესიხიდე სუგა და ფინანსთა მინისტრი ტარო ასო.
დღეს საღამოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ქვეყნის იმპერატორი დაამტკიცებს, ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად ფორმირებულად ჩაითვლება.
იაპონიის მოსახლეობაში სინძო აბეს მთავრობით უკმაყოფილება იზრდება. 2018 წლის 19 მარტს ქვეყნის ოპოზიციამ მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოითხოვა. მთავრობის რეიტინგი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში რეკორდულად დაეცა. მაშინ სულ რაღაც 1 თვეში მოსახლეობაში უკმაყოფილების დონე 11% -ით გაიზარდა და 48% შეადგინა.
2018 წლის 2 ოქტომბერს აბემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, თანამდებობა 6-მა მინისტრმა შეინარჩუნა. თუმცა, უკმაყოფილება ამ გადაადგილებით არ შემცირებულა და აბემ სექტემბერში მთავრობის განახლების შესახებ განაცხადა.