სოფიო ქაცარავა: ,,ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან მკაფიო, სწორი და თანმიმდევრული კურსი. ჩვენ გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი

რეალობა არის ის, რომ არ არსებობს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც არ აღიარებს, რომ საქართველო არის წარმატებისა და პროგრესის მაგალითი, – ამის შესახებ  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, “ქართული ოცნება” წარმოაჩინოს პრორუსულ ძალად.

„ქართული ოცნება არის ყველაზე პროდასავლური პოლიტიკური ძალა დღეს. ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო, სწორი, თანმიმდევრული. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრები და ნატოს წევრები, რისთვისაც საჭიროა დრო და პასუხისმგებლიანი მიდგომა.” – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიღწევებს შორის მან ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან ასოცირების შეთანხმება დაასახელა.

„რეალობა არის ის, რომ არ არსებობს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც არ აღიარებს, რომ საქართველო არის წარმატებისა და პროგრესის მაგალითი. ნამდვილად ვერ გამეჯიბრება ოპოზიციის ვერცერთი წევრი იმაში, ვის უფრო სწრაფად უნდა საქართველო ევროკავშირის შემადგენლობაში შევიდეს. მე ყველაზე მეტად მინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს”- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები